11:52 - 25 Apr, 2026
|
2017-05-10 13:57:55, 2297 ნახვა
მსოფლიო
ოდესაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გუგა ღლონტი დააკავეს
უკრაინელმა სამართალდამცველებმა ოდესაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სერგეი, მეტსახელად "გუგა" ღლონტი დააკავეს, - ამის შესახებ Interfax-Ukraina იუწყება. ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის დიმიტრი გოლოვინის განცხადებით, გუგა ღლონტი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება. "ამ დროისთვის მიმდინარეობს დამნაშავის დეპორტაციის საკითხზე მუშაობა. ოდესა, არ არის ადგილი ქურდული შეკრებებისთვის", - განაცხადა გოლოვინმა. უკრაინული მედიის ცნობით, ღლონტი საბუთების გაყალბების და ნარკოტიკებით არაკანონიერი ქმედებების ბრალდებით რამდენჯერმეა გასამართლებული. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 17 მარტს ე.წ. კანონიერი ქურდი სახელად "ჯონი ქუთაისკი" კიევში დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)