11:51 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 15:45:28, 2135 ნახვა

მსოფლიო
ISIS-მ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც მათი თქმით, ტყვედ აყვანილ რუს პოლკოვნიკს სიკვდილით სჯიან

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც, დაჯგუფების ინფორმაციით, სირიაში ტყვედ აყვანილ რუს პოლკოვნიკს სიკვდილით სჯიან.

როგორც 12-წუთიან, რუსულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომასალაშია ნათქვამი, რუსი პოლკოვნიკი  2016 წლიდან სირიაში და ერაყში მსახურობდა. გარდა ამისა, ტერორისტები მის იდენტიფიკაციას ახდენენ და სამხედროს, როგორც პოლკოვნიკ ევგენი პეტრენკოს მოიხსენიებენ.

დაღუპვამდე, რუსი პოლკოვნიკი სირიაში მყოფ რუს სამხედროებს მოუწოდებს, რომ ISIS-ის ჩაბარდნენ.

"ამ იდიოტს თავისი სახელმწიფოს დანაპირების სჯეროდა, რომ თუ ტყვედ აიყვანდნენ, მას არავინ მიატოვებდა", - ამბობენ დაჯგუფების წევრები ვიდეოში.

ამის შემდეგ, დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა რუს პოლკოვნიკს ხელი გამოჭრა.

ცნობისთვის, ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაახლოებულ ერთ-ერთ საიტზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა აღნიშნული პოლკოვნიკის ვიდეო მიმართვა, სადაც რუსი სამხედრო ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ხელისუფლებას მიმართავს.

"მინდა მივმართო ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც კონსტიტუციაზე ფიცი დადო, რომ ყოველთვის დაიცავდა, თავისი ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ. მიმვმართავ ასევე რუსეთის მოსახლეობას, ყველამ იცით რას წამოადგენს "ისლამური სახელმწიფო". ისიც იცით, რა მემუქრება, თუ ჩემი ბედით არ დაინტერესდებით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დამეხმაროთ. გთხოვთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთის, რომ დამეხმაროთ. კეთილსინდისიერად ვასრულებდა ჩემს მომოვალეობას. მე თქვენი დახმარება მჭირდება. გახსოვდეთ, რომ ჩემ ადგილას შეიძლება ნებისმიერი თქვენგანი იყოს", - აცხადება რუსი სამხედრო ვიდეო-მიმართვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics