11:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 12:20:01, 2177 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი მზად არის, კიმ ჩენ ინს უმასპინძლოს, იმ შემთხვევაში თუ ის ბირთვული პროგრამის განვითარებაზე უარს იტყვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს თეთრ სახლში უმასპინძლოს, იმ შემთხვევაში თუ მისი მთავრობა ბირთვული პროგრამის განვითარებაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კორეის ნახევარკუნძულზე მდგომარეობა განსაკუთრებით 2016 წლის დასაწყისში, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფხენიანმა ბირთვული გამოცდა ჩაატარა, შემდეგ კი ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა ქვეყნის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი, „ჭკვიან ბიჭად” მოიხსენია. 

მისივე თქმით, მან არ იცის ნორმალურია თუ არა კიმ ჩენ ინი, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ქვეყნის სადავეების გადაბარება ადრეულ ასაკში, მამის გარდაცვალების შემდეგ მოუწია და სირთულეების მიუხედავად, სათავეში დარჩენა შეძლო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics