|
2017-05-09 11:30:45, 1927 ნახვა
პოლიტიკა
თეთრი სახლი გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა
თეთრი სახლის ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ადმინისტრაციამ კაპიტოლიუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნდა. "ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა თეთრ სახლში. ორმა ლიდერმა აშშ-საქართველოს პარტნიორობის სიმტკიცე, რომელიც 25 წლის განმავლობაში უფრო გაიზარდა. შეხვედრის დროს, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლისთვის, მათ შორის 31-მა ქართველმა სამხედრომ, ავღანეთში ნატო-ს ძალებთან გვერდიგვერდ ბრძოლისას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. გარდა ამისა, ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ადმინისტრაციის ერთგულება დაადასტურა. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე, საქართველოს პრემიერის როლი ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებში გამოყო. გარდა ამისა, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ნატო-ში ისევ დაადასტურა. ლიდერებმა ასევე განიხილეს, საშუალებები იმისა, თუ როგორ გაუმჯობესდეს ორი ქვეყნის შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანდ რექს ტილერსონს და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ხვდება. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაგეგმილი არ იყო.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)