|
2015-04-12 13:12:02, 1499 ნახვა
სამხედრო
აღდგომის დღესასწაული ავღანეთში ქართველმა ჯარისკაცებმაც აღნიშნეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს აღდგომის დღესასწაული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ და შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. გენერალური შტაბის უფროსი სააღდგომო ლიტურგიას საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე და V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონების სამხედროებთან ერთად ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში დაესწრნენ. საზეიმო წირვა-ლოცვა 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა. სააღდგომო მსახურებას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, კოალიციური ძალების მართლმადიდებლური აღმსარებლობის ჯარისკაცებიც დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)