|
2017-05-08 19:29:59, 8061 ნახვა
კომენტარი სპორტი
ზურაბ პატარაძემ საკნსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კონსტიტუციურ კანონზე ისაუბრა. როგორც მან ბათუმში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა კონსტიტუციურ კანონს ერთხმად დაუჭირეს მხარი, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს შეხვედრა იმართება ბათუმში, "აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში", კერძოდ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღო ამომწურავი პასუხები. გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კონსტიტუციურ კანონს, ერთხმად, მოწინააღმდეგის გარეშე დაუჭირეს მხარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის ეფექტური მართვისთვის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობისთვის. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელსშეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებას", – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)