06:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 16:53:45, 1819 ნახვა

სამართალი
კაპანაძე: გაუგონარია, რომ შსს-მ არაფერი გააკეთა და კანონის არც ერთი მუხლი მიუსადაგა ლუჟკოვის შემოსვლას

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის  განცხადებით, მისთვის გაუგებარია, შსს-მ რატომ არაფერი მოიმოქმედა  მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლის წინააღმდეგ.

კაპანაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ზოგადად ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას.

„ ლუჟკოვი არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც იდგა ავანგარდში  ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონის აღიარების, რომელიც  ბევრჯერ არის ნამყოფი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით. აქედან გამომდინარე, მისი უპრობლემოდ შემოსვლა საქართველოში, მემგონია არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. აქედან გამომდინარე, ეს არის ის პრობლემა რომელსაც სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. ზოგადად, ყველა ქვეყანას აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ შავი სიები არსებობდეს და არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს შავ სიაში შეყვანილი სხვა  თუ არა ბატონი ლუჟკოვი. სრულიად გაუგონარია, რომ შსს-მ არაფერი გააკეთა და კანონის არც ერთი მუხლი მიუსადაგა ამ ადამიანის საქართველოში შემოსვლას. მას საბუთები წესრიგში ჰქონდა ალბათ იმიტომ, რომ მას ჰქონდა პასპორტი, რომელშიც არ იყო ჩარტყმული ე.წ. აფხაზური ვიზა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ის იმყოფებოდა აფხაზეთში, ღია წყაროებში სრულიად ნათლად წერია ბევრჯერ ამის შესახებ. ის, თუ პასპორტი როგორი ჰქონდა წარმოდგენილი, არის მეორეხარისხოვანი და შსს უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ქვეყნის ინტერესების დაცვას“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics