|
2017-05-08 15:43:07, 1920 ნახვა
სამართალი
ჰააგის სასამართლოს შესახებ იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო კამპანია გრძელდება
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეების ინფორმირების კამპანია გრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეხვედრები სტუდენტურ წრეებთან დაიწყო. გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სტუდენტებს ჰააგაში მიმდინარე გამოძიების შესახებ აწვდის ინფორმაციას. პირველი ასეთი შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. დღეს კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. გოჩა ლორთქიფანიძე თსუ-ის სტუდენტებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არსსა და მისი განსჯადობის სფეროს შესახებ ესაუბრა, მიაწოდა მათ ინფორმაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე, ჰააგის საერთაშორისო გამოძიების სავარაუდო ვადებსა და შედეგებზე. საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ძამაშვილმა კი განმარტა, თუ რა განსხვავებაა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოების განსჯადობის სფეროებს, აგრეთვე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განსჯად საქმეებს შორის. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი საქმეზე გამოძიების დასაწყებად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის; გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია; გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები; ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობების საქმის გამოძიებას; გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას; ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას. ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსთან გამოძიების ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)