10:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 12:08:40, 2244 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი პუშკოვი: მაკრონს მხარს კლინტონი, ობამა, მერკელი უჭერდნენ, ჩამოთვლას არ გავაგრძელებ - ყველაფერი გასაგებია

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა საფრანგეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა.

როგორც პუშკოვი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, პირველად საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა როგორც ევროკავშირისადმი დამოკიდებულების თაობაზე რეფერენდუმი. 

"ევროკავშირის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს. თუმცა ფრანგების მესამედი ევროკავშირის წინააღმდეგია. ასეთი რამ საფრანგეთში ჯერ არ ყოფილა.

ამასთან, ოლანდმა მაკრონის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კიდევ უფრო მეტი საფუძველი აქვს მაკრონის, რომ გამარჯვება ოლანდს მიულოცოს.

მაკრონის გამარჯვებით აღფრთოვანებულები არიან: კლინტონი, ობამა, მერკელი, პოროშენკო, ჯონსონი. შეგვიძლია გვარების ჩამოთვლა არც კი გავაგრძელოთ - ყველაფერი გასაგებია. მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და ... ", - წერს პუშკოვი.

ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 66.06% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ამომრჩეველთა ხმების 33.94%. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics