|
2017-05-07 12:29:37, 1550 ნახვა
საზოგადოება
ბალტიისპირეთის ქვეყნების ყველაზე მასშტაბური ღვინის გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა
ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ბალტიისპირეთის ქვეყნების ყველაზე მასშტაბური ღვინის გამოფენა „VYNO DIENOS" (ღვინის დღეები) ჩატარდა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ლიტვაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა: „ბესინი", „კორპორაცია ქართული ღვინო", „გიუაანი", „ზაქრო ვინო", „კარდენახი #1", „ქინძმარაულის მარანი" და „ასკანელი ძმები". გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე დაესწრო. გამოფენის ფარგლებში სპეციალური დეგუსტაცია - „საქართველო - ღვინის სამშობლო" გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა. პრეზენეტაციაში ძირითადი აქცენტი ქართულ მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე, ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ღვინის დაყენების ქართულ მეთოდებზე და ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე გაკეთდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები. ლიტვა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში შედის. იგი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის კომპანიები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სხვადასხვა გამოფენასა და დეგუსტაციებში მონაწილეობენ. გამოფენა ტრადიციულად ვილნიუსის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრ LITEXPO-ში გაიმართა. „VYNO DIENOS" წელს უკვე მეცამეტე მოეწყო და მას ათასობით დამთვალიერებელი ჰყავდა - ადგილობრივი სომელიეები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვ. (NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)