05:19 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 09:35:15, 3721 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღეში კონგრესს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ მოახსენოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საბიუჯეტო კანონში - 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნების აქტში საქართველოს ცალკე თავი დაეთმო.

თავში სახელწოდებით, „საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია“ - აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის ვადაში, კონგრესს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ მოახსენოს. 

„ამ კანონით ასიგნებული სახსრები არ მიეცეს დახმარებისთვის იმ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც ქვეყნის სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავს და მოახსენებს ასიგნების შესახებ კომიტეტს, რომელმაც აღიარა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან, იმ პირობით, რომ მდივანი დროულად გამოაქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ამგვარი ცენტრალური ხელისუფლებების ნუსხას. გათვალისწინებულია, რომ მდივანს შეუძლია, უარი თქვას დახმარების შეზღუდვაზე, რომელსაც ეს პუნქტი ითხოვს, თუკი მდივანი განსაზღვრავს, რომ ეს კეთდება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ამდაგვარი დაინტერესების საფუძველს იქმნება.

ამ კანონით ასიგნებული არც ერთი ფულადი რესურსი არ შეიძლება მინიჭებული იყოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსული ოკუპაციის მხარდასაჭერად.

ხაზინის მდივანი დაავალებს შეერთებული შტატების ყოველი საერთაშორისო საფინანსო დაწესებულების აღმასრულებელ დირექტორს, ასეთმა დაწესებულებამ წინააღმდეგ მისცეს ხმა ნებისმიერ დახმარებაზე (მათ შორის, ნებისმიერ სესხზე, კრედიტზე გარანტიის ჩათვლით), ყველა პროგრამაზე, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.

კანონის ამოქმედებიდან, არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინოს კონგრესის შესაბამის კომიტეტში ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მიღებულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გაძლიერების თაობაზე, მათ შორის, ამდაგვარი ოკუპაციის ყოველწლიური დაახლოებითი ხარჯები“, - აღნიშნულია დოკუმენტში. 

აქტი იხილეთ ამ ბმულზე >> https://www.congress.gov/bill/115th-congress/house-bill/244/text





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics