|
2017-05-05 17:57:58, 1805 ნახვა
საზოგადოება
კულინარიის აკადემიისა და USAID/REAP-ის ორგანიზებით კულინარიული კონკურსი გაიმართა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ USAID-ის პროგრამა REAP-თან ერთად კულინარიულ კონკურსს უმასპინძლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის 25 წლისადმი მიძღვნილი იუბილეს ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა ქართული აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობას, ასევე აშშ-ისა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერის დემონსტრირებას. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერმა და USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლიმ მიიღეს. საკონკურსო კერძების დასამზადებლად მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID REAP-ის და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) ბენეფიციარების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ კონკურსზე გამოყენებულ ყველა პროდუქტს მიღებული აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რაც პროდუქციის ევროკავშირში გატანისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. კულინარიული კონკურსის მონაწილეებს დახმარებას კულინარიის აკადემიის სტუდენტები უწევდნენ. მომზადებული კერძები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართველი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე, ,,ცოდნის ფონდის“ დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე და მსახიობი ბახვა ბრეგვაძე შედიოდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, ყველაზე საინტერესო და გემრიელი კერძის მომზადებისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე დაჯილდოვდა.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)