14:17 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 13:43:01, 1839 ნახვა

პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი: საქართველოში ევროპული სკოლა იქნება გზა ევროპული უნივერსიტეტებისაკენ

2018 წელს საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ისაუბრეს.

„ჩვენ ევროპული სკოლისთვის საფუძვლის ჩასაყრელად ვართ მზად. ეს არის ძალიან სერიოზული, გამოკვეთილი პრიორიტეტი ევროპული კომისიისთვის და საქართველოს მთავრობისთვის. ევროპული სკოლის რეალიზაციის იდეა მიმართულია იმისკენ, რომ მულტი, ლინგვისტური პროგრამები შესთავაზოს საქართველოს, რადგან ევროპაში მრავალენოვანი გარემოს არსებობს და ევროპაში წარმატებისთვის რამდენიმე ენის ფლობა საჭიროა.  ევროპაში მულტიკულტურული, მრავალწახნაგოვანი ისტორია არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია ამის მიწოდება“, - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

მისი თქმით, საქართველოში ევროპული სკოლა საპილოტე პროექტია.

„ჩვენ ამ სკოლისთვის შევარჩიეთ საქართველო და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ასეთი ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვა. ეს გულისხმობს საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობის შემდგომ გამყარებას და თუ აღნიშნული პროექტი წარმატებულად განხორციელდა, ჩვენ მოვახდენთ მის ტირაჟირებას, როგორც ევროპის, ასევე სხვა ქვეყნებშიც. აღნიშნული ინიციატივა როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას დახვეწონ თავიანთი ცოდნა, და შემდეგ ეს იქნება გზა ევროპული უნივერსიტეტებისკენ“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics