13:54 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 18:06:39, 1883 ნახვა

პოლიტიკა
„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან კარვების გაშლას გეგმავენ

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობას  განაგრძობენ.

მათი განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.

მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან  ხანძრის გაჩენის მიზეზების ობიექტურ გამოძიებასა და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები მომავალ კვირაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლებენ, სადაც კარვებს გაშლიან:

„25 რიცხვიდან აქ ვსხედვართ. ვათენებთ და ვაღამებთ აქ. ზარალის ანაზღაურებას ვითხოვთ. ასევე ვითხოვთ ბანკების უპროცენტოდ შეჩერებას და საქმის  დროულად გამოძიებას. ბოლო ბოლო, ჩვენ გავიგეთ მაჭავარიანის გარდა,  ასათიანის და აბდუშელაშვილის რომ ყოფილა და ჩვენ რომ ვიცით, ამდენი მაგათ დაავიწყდათ, გამოძიონ ეს საქმე. ჩვენ მტრები კიარ ვართ ამათი. ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას. მომავალ კვირაში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გავშლით კარვებს და იქ დავიწყებთ შიმშილობას. ნორმალური ქცევა არ უნდათ. ჩვენ დაგვეწვა სერიოზული საქონელი. მადლიერი ვართ საკრებულოსი, კეთილი ნება გამოიჩინა, 3 000 კიარა, 3 ლარი რომ ფული ყოფილა, ახლა გავიგე. 35  000 მაქვს ბანკის ვალი აღებული, ვიხდიდი წინმსწრებადაც კი.  იქონიონ ნამუსი და ამდენი ხალხი მტრებად არ გაიჩინონ. სოხუმელი ვარ, მერამდენედ დავიწყო ხელმეორედ ცხოვრება?!  დავიღალე, უკვე გარეკვას ცოტა მიკლია, ცოდვები არ ვართ, ხალხი არ ვართ ჩვენ?! საერთო ჯამში 300-ზე მეტი ვართ დაზარალებული“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ჯული ელიავამ.

30 იანვარს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" დაიწვა, რამაც ტანსაცმლით  მოვაჭრეების პროდუქცია, თითქმის სრულად გაანადგურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics