13:54 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 17:25:15, 1905 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი საყოველთაო-საერთო განხილვის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა   საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„დღეს საკონსტიტუციო წევრების მხრიდან მივიღეთ თანხმობა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ შეთავაზებაზე, რომ პრეზიდენტი ჩართულიყო საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში.

ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას საზოგადოების მიერ და საზოგადოებასთან ერთად.

შესაბამისად, ეს პროცესი მიგვაჩნია მნიშვნელოვნად და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა დამავალა საკონსტიტუციო კომისიის შესაბამის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა პრეზიდენტის ჩართულობის შინაარსობრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ.

ამ წუთებში, ჩემი თანამშრომლები უკავშირდებიან კომისიის აპატარს ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის",- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics