|
2017-05-03 15:38:22, 1989 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: საზოგადოებისთვის ცვლილებების წარდგენა, პარიტეტის სრული დაცვით მოხდება
პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მუშაობის წესზე განმარტებები გააკეთა. კობახიძის თქმით, კომისიის შემადგენლობაში მყოფ თითოეულ სუბიექტს, თავისი წევრის ჩანაცვლების საშუალება ექნება. „თითოეულ სუბიექტს ექნება შესაძლებლობა, ჩაანაცვლოს თავისი წევრები. ეს კომისია იქნება დამგეგმავი კომისია. ყველა ერთად დავგეგმავთ გრაფიკს, რის შესაბამისადაც დაიწყება საყოველთაო-სახალხო განხილვა. თითოეულ სუბიექტს ექნება თავისი წევრის ჩანაცვლების საშუალება. კომისიის ეს შემადგენლობა არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ისინი ივლიან საყოველთაო-სახალხო განხილვაზე. მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობას ექნება საშუალება, ბატონი ზურაბისა და ბატონი სერგის ნაცვლად, წარაგზავნოს სხვა წევრები საყოველთაო სახალხო განხილვაზე. იგივე ეხება „საქართველოს პატრიოტებს“, იგივე ეხება უმრავლესობას, იგივე ეხება ექსპერტთა წრეს. არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაშიც იქნება როტაციის შესაძლებლობა“,-განმარტა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება უშუალოდ საყოველთაო-სახალხო განხილვას, კობახიძის განცხადებით, საზოგადოებისთვის ცვლილებების წარდგენისას, პარიტეტი დაცული იქნება: „იქნება პარიტეტი დაცული პარტიული კუთხით, სამი სამზე, ასევე რაც შეეხება ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, იქნება თქვენი 2 წარმომადგენელი, პატრიოტების წარმომადგენელი და უმრავლესობიდან ჩემი ჩათვლით 3 წარმომადგენელი. ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაშიც შეგვიძლია დავიცვათ პარიტეტი, ანუ იყოს ერთი წარმომადგენელი, რომელმაც დაუჭირა მხარი კონსტიტუციურ ცვლილებებს და ერთი, რომელმაც არ დაუჭირა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“. მომხსენებელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძეა. დადგენილების პროექტის თანახმად, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრისგან შედგება. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ექსპერტი ვასილ გონაშვილი, ექსპერტი თენგიზ შარმანაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგიაური და პარლამენტის თავმჯდომარი კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რის გამოც არ არის შესაბამისი წევრი წარმოდგენილი დადგენილების პროექტში.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)