13:05 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 13:50:42, 2126 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე კონგრესმენების მიმართვაზე: ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს აშშ-საქართველოს მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესმენების დონალდ ტრამპისადმი  მიმართვას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძალიან მჭიდრო სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს.

პარლამენტის სპიკერის განმარტებით, აშშ  საქართველოს მთავარი სტრატეგიული  პარტნიორი ქვეყნაა. მან იმედი გამოთქვა,  სტრატეგიული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„როგორც მოგეხსენებათ, 30-მა კონგრესმენმა მიმართა აშშ-ს პრეზიდენტს, რითაც გამოხატა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი. წერილში ხაზგასმულია მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა,  რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. ხაზგასმულია ის დემოკრატიული  და ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ამ წელების განმავლობაში ტარდება ჩვენს ქვეყანაში და საქართველო მოხსენიებულია როგორც აშშ-ს მტკიცე და სანდო პარტნიორი. ხაზგასმულია ასევე  ჩვენი ქვეყნის როლი გლობალური უსაფრთხოების  უზრუნველყოფის  სფეროში. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ნატო-სთან დაკავშირებით არის მკაფიო ჩანაწერი. მოუწოდებენ კონგრესმენები პრეზიდენტ ტრამპს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ სახელშეკრულებო ორგანიზაციაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი, სადაც საუბარია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
კობახიძე - გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics