|
2017-05-03 13:06:34, 2040 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრით განისაზღვრა
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს პარლამენტის დადგენილების პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე“. დადგენილების პროექტის თანახმად, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრისგან შედგება. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ექსპერტი ვასილ გონაშვილი, ექსპერტი თენგიზ შარმანაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგიაური და პარლამენტის თავმჯდომარი კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი. პარლამენტის 3-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგში 110 განსახილველი საკითხია შეტანილი, მათ შორისაა: „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციიდან გამომდინარე 24 კანონპროექტი. საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს, დაარეგულირებს არამხოლოდ ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების ღონისძიებებს, არამედ იგი გავრცელდება აგრეთვე ზოგადად ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მათ საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში. საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (II მოსმენა). კანონპროექტი ითვალისწინებს მთელი რიგ სამართლებრივი, რედაქციული და ტექნიკური ცვლილებების განხორციელებას. ახლებურად განისაზღვრა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები. საქართველოს კანონის პროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ (III მოსმენა). კანონპროექტი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესსა და პირობებს, არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, ასევე ბავშვის წარმოშობისა და მიმღებ სახელმწიფოებს შორის.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)