|
2017-05-03 10:32:50, 1736 ნახვა
პოლიტიკა
საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა დღეს გაიმართება
დღეს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიხსნება. წინა კვირაში, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 3-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს. დღის წესრიგით 90 -ზე მეტი კანონპროექტი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები იყო წარმოდგენილი. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. პარლამენტის პლენარული სხდომა მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ რიგ კანონპროექტებზე იმსჯელებს. ბიურომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტების განხილვის პროცედურების დაწყების თაობაზე. ბიურომ იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე, რომელთა შორის არის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“. პროცედურის თანახმად, კანონპროექტები ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა. ხოლო შემდგომ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნა და კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნება შესაბამისი პროცედურების მიხედვით მოხდება. საორგანიზაციო საკითხთა შორის ასევე წარმოდგენილი იყო ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ანგარიშები. პლენარული სხდომა დღეს 12 საათზე გაიმართება. მანამდე კი, ბიუროს სხდომა ჩატარდება, სადაც განსახილველი საკითხები დაზუსტდება.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)