02:16 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 14:05:51, 1612 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალი პროექტი  ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას მოიცავს.

მემორანდუმს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა მაიკლ კაპლანმა მოაწერეს.

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში ზუგდიდში აშენდება სკრინინგ ცენტრი ონკოლოგიური დაავადებებისთვის. ცენტრში შესაძლებელი იქნება ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს დიაგნოსტირება და შესაბამისი კვლევების სრულიად უფასოდ ჩატარება. ასევე დაგეგმილია, ექიმებისა და ექთნების გადამზადება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისა და პალიატიური მოვლის კუთხით.

პროექტის ფარგლებში, თბილისში ჩამოყალიბდება ბავშვთა ჰემატოლოგიის დეპარტამენტიც. სამედიცინო პერსონალმა ჩეხ კოლეგებთან უკვე გაიარა გადამზადების კურსი.

მთლიანი პროექტის ბიუჯეტი 1,800 000 ევროს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics