|
2017-05-01 19:27:48, 1952 ნახვა
პოლიტიკა
ბიუროს სხდომაზე 3-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 3-5 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს. დღის წესრიგით 90 -ზე მეტი კანონპროექტი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები იყო წარმოდგენილი. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. პარლამენტის პლენარული სხდომა მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ რიგ კანონპროექტებზე იმსჯელებს. ბიურომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტების განხილვის პროცედურების დაწყების თაობაზე. ბიურომ იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე, რომელთა შორის არის საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“. პროცედურის თანახმად, კანონპროექტები ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა. ხოლო შემდგომ, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნა და კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნება შესაბამისი პროცედურების მიხედვით მოხდება. საორგანიზაციო საკითხთა შორის ასევე წარმოდგენილი იყო ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ანგარიშები. პლენარული სხდომა 3 მაისს 12 საათზე გაიმართება.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)