|
2017-05-01 14:21:19, 2047 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენ ვართ პირნათელი საზოგადოების წინაშე, არადემოკრატიულ კონსტიტუციას ვცვლით დემოკრატიული კონსტიტუციით
„კონსტიტუცია მთავარია, რომ შინაარსობრივად იყოს გამართული და ემსახურებოდეს იმ მიზნებს, რომლებიც დაგვისახა ჩვენ საქართველოს პარლამენტმა“,-ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას ვისი მხარდაჭერით იცვლება კონსტიტუცია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს და სხვა სუბიექტებს აქვთ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი. „მიზანი არის ორი: ერთი-ფუნდამენტურ-სამართლებრივ პრინციპებთან მისი შესაბამისობა ეს ამოცანა არის მიღწეული, ამ ამოცანას სრულად შეესაბამება ის დოკუმენტი, რომელიც არის შემუშავებული კომისიის მიერ. მეორე, უნდა ჩამოყალიბდეს ჯანსაღი საპარლამენტო, დემოკრატიული და სტაბილური მმართველობის სისტემა , ეს არის მეორე ამოცანა, ეს მეორე ამოცანაც არის მიღწეული. ჩვენ ვართ პირნათელი ამას ვსაუბრობ, როგორც საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელი, თანამდებობის პირი და ასევე კომისიის თანამდებობის პირი. ჩვენ ვართ პირნათელი საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ ვცვლით არადემოკრატიულ კონსტიტუციას დემოკრატიული კონსტიტუციით. ეს არის საერთო სურათი. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს და სხვა სუბიექტებს, მათ აქვთ ერთი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები და ეს კამპანია სუბიექტურ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. თქვენ გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო კამპანია კომისიის წინააღმდეგ, როდესაც საერთოდ დოკუმენტიც კი არ იყო შემუშავებული. პრეზიდენტს აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები, ასევე ოპოზიციურ პარტიებს აქვთ თავიანთი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები და ბუნებრივია მათ ინტერესში არ შედის, რომ არადემოკრატიული კონსტიტუციის შეცვალ დემოკრატიული კონსტიტუციით წარმოადგინონ როგორც მიღწევა ამ ხელისუფლების. ეს არის სამწუხაროდ, მათი პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ამ პოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ასევე სამწუხაროდ განსაკუთრებით შემაშფოთებელი საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის მათი ნეგატიური დღის წესრიგი და ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი განსხვავება მათ შორის იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან ამ კუთხით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)