|
2017-05-01 13:13:47, 2143 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე 40 000 ლარი დაიხარჯა, წინა კომისიის ხარჯებმა კი, 360 000 ლარი შეადგინა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიის ხარჯებზე ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახალი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე 40 000 ლარი დაიხარჯა, წინა კომისიის ხარჯებმა კი, 360 000 ლარი შეადგინა და შედეგი ნულოვანი იყო. „300 სამოცი ათასი ლარი დაიხარჯა წინა კომისიის მუშაობისთვის, მაშინ როდესაც შედეგი იყო ნულოვანი. ახალმა კომისიამ 40 ათასი ლარი დახარჯა იმაში, რომ სრულიად ახალი რედაქცია საქართველოს კონსტიტუციის ჩამოეყალიბებინა. ეს ყველაფერიც მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი იყო ძალიან რაციონალურად დაგეგმილი და ჩვენ დავზოგეთ გადამხდელის თანხები, იმით, რომ რაციონალურად მივუდექით ამ ყველაფერს“,-განაცხადა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს. მისივე თქმით, მათ განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)