|
2017-05-01 12:29:46, 1819 ნახვა
საზოგადოება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ავსტრიის საერთაშორისო სემინარზე იმსჯელეს
საერთაშორისო სემინარზე „ბზის და სხვა კულტურების ინვაზიური მავნებლებისაგან ზიანის აცილების მხარდაჭერა აღმოსავლეთ შავიზღვისპირა რეგიონში“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ხიდეშელმა დასავლეთ საქართველოში თხილის მავნებელ-დაავადებების, მათ შორის, აზიური ფაროსანას გავრცელების შედეგად შექმნილი ფიტოსანიტარული მდგომარეობის და დაგეგმილი ბრძოლის ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. აღნიშნული სემინარი ავსტრიის ტყის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში (BFW), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ავსტრიის წარმომადგენლობის და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა. სემინარზე აღმოსავლეთ შავიზღვისპირა რეგიონში გავრცელებული საშიში ინვაზიური მავნებლების ბზის ალურას და აზიური ფაროსანას ბიოეკოლოგიის, გავრცელების ინტენსივობის, მავნეობისა და ბრძოლის ღონისძიებების საკითხებზე იმსჯელს. სემინარში საერთაშორისო ორგანიზაციების USAID, OSCE, CABI, Action Against Hunger, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს ექსპერტებმა შავიზღვისპირა ქვეყნებიდან.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)