|
2017-05-01 10:17:57, 2094 ნახვა
საზოგადოება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები დღეიდან ამოქმედდება
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება. ზაფხულიდან მედიკამენტები დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. მიზნობრივი (მოწყვლადი) ჯგუფებისათვის (სულ 19 კატეგორია) ასევე დასაშვებია კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა. მათ სრულად უნარჩუნდებათ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია და თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირები: ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით ისარგებლებენ: კერძო დაზღვევის ქონის შემთხვევაში კი, პროგრამის ფარგლებში ურგენტულ სერვისებს მიიღებენ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მკუნრალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს: მიეცემათ არჩევანის საშუალება, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. კერძო დაზღვევის პაკეტით სარგებლობის მიუხედავად, მათ შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემებით და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით. პროგრამის ფარგლებში მშობიარობა/საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქეს დაუფინანსდება. ყველა მოქალაქეს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სახელმწიფო პროგრამებით სრულფასოვანი სარგებლობა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)