|
2017-04-30 11:45:40, 1518 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ქართულ ჯარს: თქვენ ყველაზე საპატიო საქმეს ასრულებთ დედამიწის ზურგზე
„თქვენ ყველაზე საპატიო საქმეს ასრულებთ დედამიწის ზურგზე და ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული გაქვთ“ -ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმ ა შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. „გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილეს. ეს 26 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის უამრავი გამოწვევით აღსავსე გახლდათ და ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სამსხვერპლოზე. ყველა თქვენგანს ვულოცავ სახლში, თქვენს ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას და გისურვებთ ჩვენი ქვეყნის სიხარულით და ნათელი ფერებით აღსავსე მომავალს. ამ მომავლის შენებაში თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი წვლილი, ამიტომ მინდა, თითოეულ თქვენგანს ყველაზე დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ მთელი ქვეყნისთვის ამ ძალიან დიდ დღესასწაულს", - მიმართა პრემიერმა ჯარისკაცებს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)