|
2017-04-29 18:08:22, 2045 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, აშშ-ის წვლილი შეუფასებელია
საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით სადისკუსიო ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნეს. ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ამ პროცესში აშშ-ის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე. მინისტრის განცხადებით დემოკრატიული განვითარების მთავარ მიღწევას წარმოადგენს სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია. მიხეილ ჯანელიძის თქმით ქვეყნის სტაბილურობა დიდ წილად ხელს უწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში დასახული მიზნების განხორციელებას. "დღეს აღვნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს და ეს კვირეული ეძღვნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს. ეს 25 წელი იყო გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ორმხრივმა ურთიერთობებმა, აშშ-ის ძალიან მტკიცე მხარდაჭერამ უზრუნველყო ის, რომ საქართველო დღეს არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ძლიერდება დემოკრატიული ინსტიტუტები და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა, თითოეული მოქალაქე მიჰყავს თავისუფლებამდე. ჩვენ გვყავს ძალიან ახლო მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების სახით საერთაშორისო მასშტაბით და მისი როლი არის შეუფასებელი. აშშ-მა 25 წლის მანძილზე 4 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოში ქვეყნის გაძლიერებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გამხდარიყო უფრო ძლიერი, ღია და მას შეძლებოდა იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომელიც დღეს რეგიონში და მსოფლიოში არსებობს. ასევე აშშ-ის წვლილი თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით არის შეუფასებელი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ თანამშრომლობას, სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც არის დაფუძნებული ორმხრივ ინტერესზე და ეს ინტერესები პირველ რიგში უკავშირდება იმ საერთო ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ - საქართველო და აშშ ვიზიარებთ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების წევრები, ექსპერტები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)