11:24 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 21:07:59, 2087 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა  ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  განხიული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ხედვები და მოლოდინები „აღმოსავლეთ პარტნირობის" მომავალ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის ნოემბრის თვეში, ბრიუსელში გაიმართება.

განსაკუთრებული ყურადღბა დაეთმო არსებული გამოწვევების საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის შესანარჩუნებლად, სამომავლო პერსპექტივების განხილვას და  აღნიშნულ კონტექსტში, მომავალი სამიტის როლს.

 შეხვედრაზეასევე  ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მიღწეულ შედეგებზე, ევროკავშირთან როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს  თანამშრომლობა   აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მოქალაქეებისათვის ხელშესახები და პრაქტიკული შედეგების მომტანის მიმართულებით.

 ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics