23:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 11:33:24, 1708 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა

საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა  და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ გუგეშაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში,  „სოფლად სახლის“  პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდულ სახლები მოინახულეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლებიდან აცნობეს, სამინისტრომ  ქვემო ქართლის რეგიონში  კერძო  სახლი საკარმიდამო მიწის  ნაკვეთით 191 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, „სოფლად სახლის“  პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით,   სახლს კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს.

„სოფლად სახლის პროექტი, სამინისტროს ერთ-ერთი  წარმატებული პროექტია.  ამ ოჯახების მაგალითზეც ვხედავთ, რომ ადამიანები არა მხოლოდ  ძალიან კარგი საცხოვრებელი სახლების მფლობელები გახდნენ, არამედ გაუჩნდათ შემოსავლის წყაროც. მაგალითად,  ერთ-ერთ ოჯახს ეზოში აქვს სათბური, სადაც   შეუძლია გასაყიდი პროდუქცია მოიყვანოს.  ძირითად შემთხვევებში სწორედ ასეთ სახლებს ყიდულობს სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აღსანიშნავია, რომ „სოფლად სახლის“  პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს  საქართველოს  ნებისმიერ  რეგიონში.  სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით,  სახლი უკვე 1 366  ოჯახს შეუსყიდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics