23:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 21:29:16, 1491 ნახვა

საზოგადოება
ნინო წილოსანი: მთავრობა გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

„სასიხარულო ინფორმაცია მაქვს - მთავრობა ჩოხატაურში სტიქიით მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს“

23 აპრილის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს.

რამდენი ოჯახი დაზარალდა, რა თანხას მოიცავს მიყენებული ზიანი და რა ფორმით დაეხმარება მთავრობა გურიის მოსახლეობას, ამ საკითხებზე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონის მაჟორიტარს, ნინო წილოსანს ვესაუბრეთ:

  • როგორც ჩვენთვის ცნობილია, მთავრობა გურიაში მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. რა თანხაზეა საუბარი?
     
  • მთავრობამ ჩემთვის ძალიან სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო - სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზიანი სრულად აუნაზღაურდებათ. ჩემი ინფორმაციით, ზარალის ოდენობა ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი მოსახლეობის გვერდით არის და მათ ტკივილს იზიარებს, რაც ჩემთვის სასიხარულოა.
     
  • რამდენი ოჯახი დაზარალდა სტიქიის შედეგად?
     
  • სტიქიის შედეგად ორივე მუნიციპალიტეტში დაზიანდა 200-ზე მეტი კერძო სახლი და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა. იმ დღესვე მოხდა თითოეულ რაიონში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან რეაგირება, შეიქმნა შესაბამისი კომისიები. კომისიის წევრებმა ზარალის აღწერა მოახდინეს, რომლის შესახებ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა და მთავრობაზე გავიდა. მე პირადად მოვინახულე დაზარალებული ოჯახები. სამწუხაროდ, სტიქიის შედეგად ერთი სახლი სრულად იყო დანგრეული. უმეტეს შემთხვევაში დაზიანებულია სახლების სახურავები, კედლები.
     
  • თუ გაქვთ ინფორმაცია, როდიდან დაიწყება ზარალის  ანაზღაურება?
     
  • ზუსტი თარიღი მაშინ გამოცხადდება, როცა მთავრობის განკარგულება ოფიციალურად გამოიცემა.  გარდა ამისა, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ორივე მუნიციპალიტეტში, ჩემი ინიციატივით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანხები სამართლიანად განაწილდეს და პროცესი გამჭვირვალედ და ეფექტურად წარიმართოს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics