10:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 17:36:52, 1766 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ხვალ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს ასპინძის, წალკისა და ახალციხის რაიონებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც ,,კონსტიტუცია ყველასია" ასევე „მოითხოვე ქართულის" კამპანიის ფარგლებში.
 
 პრეზიდენტი ვარძიაშიც ჩავა  და 2016 წლის 1 ნოემბერს ხანძრის შედეგად დაზიანებულ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს დაათვალიერებს.
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა 2016 წლის 1 ნოემბერს ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კედლის მოხატულობის კვლევა, კედლის ფრესკების ზედაპირული გაიწმინდა ჭვარტლისაგან, მოხდა ფერწერული ფენის ხანძრის შემდეგ პირველადი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში კედლის მხატვრობის გაწმენდილი ადგილების მონიტორინგი და შეფასება; შემუშავდა სარკმელების, განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის საინსტალაციოდ აუცილებელი რეკომენდაციები.
 
კამპანიის „მოითხოვე ქართული" ფარგლებში კი, პრეზიდენტი ფოკას ეწვევა, დედათა მონასტერში შექმნილ ნაწარმს დაათვალიერებს, სოფელ  წნისში კი, მეცხოველეობის ფერმას მოინახულებს.
 
საპრეზიდენტო კამპანიით „მოითხოვე ქართული", რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის გზით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
 
28 აპრილს გიორგი მარგველაშვილი ახალციხის უნივერსიტეტებში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „კონსტიტუცია ყველასია" კამპანიების ფარგლებში სტუდენტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობოებთან გამართავს შეხვედრას და საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ირგვლივ დებატებს გამათავს.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics