|
2017-04-26 13:04:42, 2308 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის შსს - საქართველო იმ ქვეყნების სიაში აღარაა, რომლის მოქალაქეებიც გერმანიაში ყველაზე მეტ დანაშაულს სჩადიან
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის კრიმინალური სტატისტიკა გამოაქვეყნდა. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო იმ 25 ქვეყანას შორის პირველად არ მოხდა, რომელთა მოქალაქეების გერმანიაში ყველაზე მეტ დანაშაულს სჩადიან. როგორც სტატისტიკაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით 6 მილიონი რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს საქართველო "კრიმინალურ სიაში" არ მოხდა, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების 6 ათასი ფაქტი დაარეგისტრირა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის შსს-ს 2015 წლის სტატისტიკის თანახმად, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, საქართველო 19-ე ადგილს იკავებდა. გერმანიის შს უწყება სტატისტიკას ყოველწლიურად აჯამებს და ვებგვერდზე აქვეყნებს. ცნობისთვის, გერმანელი სამარტალდამცველები დანაშაულის (კრიმინალის) აღრიცხვას 16-ვე ფედერალურ მიწაზე ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)