00:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 23:50:57, 2371 ნახვა

სამართალი
მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია, წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ორივე ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

პროკურორების განცხადებით, ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი - 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics