00:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 10:48:00, 1899 ნახვა

სამართალი
შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის საპოლიციო საქმიანობის საკითხებზე სემინარი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა მედიასაშუალების  წარმომადგენლებისთვის ხუთდღიანი სემინარი დაიწყო.

სემინარი შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ გახსნეს. გივი მიქანაძე  ტრენინგის მონაწილეებს აკადემიის  სამომავლო გეგმებზე, დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიასა და პრინციპებზე  ესაუბრა. როგორც რექტორმა აღნიშნა, აკადემიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საერთაშორისო სატრენინგო პროგრამების განვითარება წარმოადგენს, რაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს სასწავლო კურსების საქართველოში გავლის საშუალებას აძლევს. თეა პერტაიამ ყურადღება პოლიციასა და მედიასაშუალებებს შორის ურთიერთობების სტანდარტებზე გაამახვილა და სასწავლო პროგრამის ძირითადი ასპექტები მიმოიხილა.

სწავლება მედიასაშუალების  წარმომადგენლებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავს, რომლებსაც აკადემიის პროფესორები, ინსტრუქტორები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან. სემინარის მთავარი თემებია: ადამიანის უფლებები; პოლიციის ეთიკის კოდექსი; პერსონალური მონაცემები, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი; პირადობისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება - პირველადი ინსპექტირება; კიბერდანაშაული; ოჯახში ძალადობა; გენდერული თანასწორება; დისკრიმინაციის დაუშვებლობა;  კრიმინალისტიკა და მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები.

სწავლების განმავლობაში ჟურნალისტები აკადემიის ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, ასევე, სხვადასხვა იმიტირებულ და ტაქტიკურ  სავარჯიშოებში მიიღებენ მონაწილეობას.

სასწავლო კურსის მიზანია  საპოლიციო განათლების საკითხებში ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics