|
2017-04-24 12:29:50, 806 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ყაზახი ვიზიტორები გაეცნენ
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ყაზახი ვიზიტორები გაეცნენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე KITF-2017 წარადგინა. მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ აზიაში ყველაზე აქტიურ და მასშტაბურ გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურისტულ სააგენტოებთან და სასტუმროებთან ერთად იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს მიმართულებით მუშაობას გეგმავენ. აჭარა, ზოგადად კი საქართველოს ყაზახი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილია. გასულ წელს, ყაზახეთიდან აჭარას 8 137 ტურისტი სტუმრობდა. მიმდინარე წელს, დეპარტამენტი ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებს მაისიდან იწყებს, რაც ინფო და პრესტურების ორგანიზებას, გარე რეკლამასა და ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)