|
2017-04-22 11:46:17, 1659 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა
ქუთაისში, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ვახტანგ ყოლბაიამ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, აფხაზეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე თამაზ ინალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და დავით მიქავა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის ომის ვეტერანები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წელს გაწეული საქმიანობის ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება გაიმართა. ჩვენების შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს, მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“ გადასცა და ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების შესახებ ისაუბრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აგრეთვე ბათუმში იმყოფებოდა, სადაც დევნილ მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს საჩუქრად წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“ გადასცა. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბადრი კობალაძე ესწრებოდნენ.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)