05:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 12:47:25, 2193 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერი: მთავრობა მობილიზებულია - 50 000 სამართალდამცველი და ჟანდარმი დამატებით იმუშავებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ბერნარ კაზნიოვის ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში დამატებით 50 000 სამართალდამცველი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული.

როგორც კაზნიოვმა თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვიტარებაში წარიმართოს.

„მთავრობა არის მობილიზებული. არაფერმა არ უნდა შეაფერხოს ჩვენი ქვეყნისთვის ეს დემოკრატიული მომენტი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველზე ძებნა გამოაცხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics