05:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 00:27:59, 2596 ნახვა

მსოფლიო
სროლა პარიზის ცენტრში - დაიღუპა 1 პოლიციელი, 2 კი, დაშავდა

პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც Reuters-ი წერს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც უცნობი პირი გადმოვიდა და სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა. დაშავებული პოლიციელების მდგომარეობა მძიმეა.

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციის მიერაა ლიკვიდირებული. მისი ვინაობა დადგინდა და სამართალდამცველები მის ბინას ჩხრეკენ. 

თქმითმხილველების თქმით, უცნობი მამაკაცი „კალაშნიკოვით“ იყო შეიარაღებული. გარდა ამისა, არსებობს ვარაუდი, რომ თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა.  

ადგილობრივი სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავენ.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ელისეის მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე გასვლისგან თავი შეიკავონ.

მედიის ცნობით, ამჟამად ელისეის მინდვრების მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინაროებს. ასევე სამი მეტროსადგურია დაკეტილი. ქალაქის მასშტაბით რეიდები დაიწყო. 

აღსანიშნავია, რომ სავარაუდო ტერაქტი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს მარსელის პოლიციამ ტერაქტი აღკვეთა და 2 ეჭვმიტანილი დააკავა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics