|
2017-04-20 17:22:19, 1189 ნახვა
რეგიონი
აჭარა ბელარუსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია
აჭარის ტურისტული შესაძლებლობებით ბელარუსი ჟურნალისტები ინტერესდებიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მყოფმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, აჭარაში მოგზაურობასა და დასვენების საშუალებებზე მინსკში პოპულარული რადიოების „ბელარუს“, „სპუტნიკ“ და პირველი არხის ეთერში ისაუბრა. მათივე ცნობით, აჭარის შესახებ სტატიები რეიტიგნულმა გაზეთებმა „ანტენა“ და „სბ“ გამოაქვეყნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Leisure 2017 დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა. ბელარუსში პოპულარულ გამოფენაზე მისულმა ვიზიტორებმა აჭარის, როგორც ტურისტულად საინტერესო ადგილის შესახებ დეტალური ინფორმაცია დეპარტამენტისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისგან მიიღეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელარუსში პიარ და სარეკლამო კამმპანიებს 2013 წლიდან ანხორციელებს. ბელარუსი დღემდე წარმოადგენს აჭარისთვის ტურისტულად მიმზიდველ ბაზარს. მიმდინარე წელს, აჭარის რეკლამირება ბელარუსში მაისიდან დაიწყება, რაც სატელევიზიო, რადიო და გარე რეკლამებს ითვალისწინებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)