21:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 15:07:45, 1671 ნახვა

საზოგადოება
შავ ზღვაში ნაპოვნი სამი მეზღვაურიდან ქართველი არც ერთი არ არის

შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგული მეზღვაურების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მაშველებმა გუშინ გემის ეკიპაჟის 12 წევრიდან 1-ის გადარჩენა შეძლეს, 3 კი, გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს, ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიკაცია ამ დროისთვის დასრულებულია და მათ შორის ქართველი მეზღვაური არ არის.

შეგახსენებთ, გუშინ, გამთენიისას შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.  გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.

რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან  რუსეთის ცხრა, უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ბოცმანია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, ფოთის ნავსადგურში და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. გემი თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics