21:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 21:26:41, 1745 ნახვა

საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმები უპრეცედენტო აქციას ჩაატარებენ

საჩხერის სამედიცინო ცენტრში უპრეცედენტო აქციები გრძელდება. 22 აპრილს ცენტრის ექიმები უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში დაგეგმილი უფასო აქციის ფარგლებში, ექიმები სისხლძარღვოვანი პათოლოგიების გამოვლენის და შემდგომში მკურნალობის მიზნით ჩაატარებენ გამოკვლევებს.

უფასო აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ თავბრუსხვევა, თავისტკივილი, არტერიული წნევის მაღალი ციფრები.

ასევე, გამოკვლევები ჩაუტარდებათ იმ პაციენტებს, რომლებიც არიან თამბაქოს მომხმარებლები. მათ გამოკვლევა თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების გამოვლენის მიზნით,თავისტვინის (ინტრაკრანიალური) სისხლძარღვების დოპლეროსკანირება ჩაუტარდებათ.

ამასთან, საჩხერის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევები ჩაუტარდებათ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ქვემო კიდურების ტკივილი, დაღლილობა, სიმძიმის  და ჩხვლეტის შეგრძნება, ხანგამოშვებითი კოჭლობა, კიდურების გაციება, ქვემო კიდურების შეშუპება, კუნთების ატროფია (განლევა). აღნიშნული სიმპტომების რისკფაქტორებია- შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, ცხოვრების არაჯანსაღი წესი. პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების გამოვლენის მიზნით ჩატარდება ქვემო კიდურების სისხლძარღვების დოპლერო სკანირება ბოლო თაობის ულტრაბგერით აპარატზე PHILIPS Affinity 70.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics