|
2017-04-19 20:20:47, 1687 ნახვა
საზოგადოება
ქვეითი ინსპექტორები ხვალიდან ნარჩენის დაყრის შემთხვევაში მოქალაქეებს დააჯარიმებენ
ხვალიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ. ზედამხვედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ქუჩების დაბინძურების კონტროლს 3 აპრილიდან აწარმოებენ, თუმცა პირველი ორი კვირის განმავლობაში, მათ გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა. ქვეითი ინსპექტორები მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებდნენ. თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება. კერძოდ კი: 2 კგ-მდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით დაჯარიმდება. 2 კგ-ზე მეტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარის ჯარიმას გულისხმობს. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება - 50 ლარით დაჯარიმდება. თუმცა, მეპატრონეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ის დაბინძურებულ ტერიტორიას დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს. 5 ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარის ძარიმას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ჯარიმები სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებასაც ან ნარჩენების შეგროვებას კონტეინერის გარეშეც მოიცავს. კონკრეტულად კი: ფიზიკური პირი - 400 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი -1000 ლარით. ცნობისთვის, „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით 20 ქვეითი ინსპექტორი იმუშავებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)