08:00 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 19:06:17, 1647 ნახვა

პოლიტიკა
ბიბილოვის „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ჩაიკეტება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ახლადარჩეული დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის "ინაუგურაციასთან" დაკავშირებით დაიკეტება, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის "ინაუგურაცია" 21 აპრილს გაიმართება.

ღონისძიებას ოკუპირებული აფხაზეთის, რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის, მთიანი ყარაბახის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით სამხრეთ ოსეთის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პერიოდში 20 აპრილის 20:00 საათიდან 22 აპრილის 07:00 საათამდე შეჩერდება მოქალაქეების გაშვება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

"ინაუგურაცია" ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 5 200 ადამიანს იტევს.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. „არჩევნებში“ ანატოლი ბიბილოვის გარდა, კენჭს მოქმედი ე.წ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და "კე-გე-ბე"-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იყრიდნენ.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან

სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics