21:08 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 16:04:48, 2031 ნახვა

საზოგადოება
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება, სადაც, 19-21 აპრილს ნიდერლანდების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან  შეხვედრებია დაგეგმილი.    

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრი შეხვედრას გამართავს ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან, აგრეთვე, ვიქტორ დოლიძეს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბერტ კუნდერსი.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ლექცია ჰააგის ევროპის სახლში და ფოტო-გამოფენა „Georgias European way“.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics