|
2017-04-19 14:31:13, 771 ნახვა
რეგიონი
სერგეი ლავროვი: რუსეთთან ურთიერთობით აფხაზეთის უსაფრთხოება გარანტირებული და უზრუნველყოფილია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აფხაზეთის უსაფრთხოება გარანტირებულია, - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა. "აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება ყველაზე საიმედოდაა უზრუნველყოფილი იმ ურთიერთობით, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ შეთანხმებებშია გაწერილი. ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფს იმას, რომ გარედან აგრესიის მცდელობა არ მოხდეს", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა. ამასთან, რუსეთის საგარეო მინისტრი თვლის, რომ სამომავლოდ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შესაძლოა „აფხაზეთსა და საქართველოს შორის, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის დადება“. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)