14:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 13:24:30, 2194 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
რატიანი: სუს-ი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს

„უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარ ინსტრუმენტს და ის ბუნებრივია, რომ არის საფრთხე საზოგადოებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, ასევე სხვადასხვა ინსტიტუციისათვის”, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

„როგორც ჩანს, გომელაურისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს კითხვები. ისინი გაურბიან კითხვებს, რომლებიც აქვს საზოგადოებას. დღეს, უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს საფრთხეს ყველა ინსტიტუციისათვის დაწყებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით, სადაც ჩვენ ვნახეთ ოდეერების მიერ ჩატარებული ძალიან მძიმე აქციები და დამთავრებული ბათუმის მოვლენებით“,- განაცხადა სერგო რატიანმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური პარლამენტს დღეს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics