20:17 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 19:15:12, 1759 ნახვა

საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2017“-ის მუნიციპალური ეტაპი ხვალ ოზურგეთში აიღებს სტარტს

19 აპრილს, 15:00 საათზე, „მოყვარულთა თასი 2017“- ის მუნიციპალური ეტაპი ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე აიღებს სტარტს. ერთმანეთს ოზურგეთის გამგეობისა და სოფელ კონჭკათის გუნდები დაუპირისპირდებიან. სულ, გათამაშებაში 45 მუნიციპალიტეტის 314 გუნდი და 8 000 მოყვარული ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას.

„მოყვარულთა თასი 2017“ ჩატარდება სამ ეტაპად - მუნიციპალური,  რეგიონალური  და ფინალური. მუნიციპალური ეტაპი გაიმართება თასის ფორმატით ოლიმპიური სისტემით.

მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები, რომლებიც იასპარეზებენ თასის სისტემით, ერთ წრედ. მუნიციპალური თასის გამარჯვებული და ზოგიერთ შემთხვევაში პრიზიორი გუნდი იასპარეზებს რეგიონალურ ლიგაზე.

რეგიონალურ ეტაპზე შეიქმნება 11 ლიგა. თითოეული ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს 6 - 8 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. რეგიონალურ ეტაპზე გასული გუნდები იასპარეზებენ ლიგის სისტემით ორ წრედ.

რეგიონალური ლიგების პარალელურად მიმდინარეობს თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგები. ასევე, თბილისის მერიის თასის გათამაშება, რომლის ფინალისტი გუნდებიც მონაწილეობას მიიღებენ „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფინალურ ეტაპზე.

თბილისის თასის ფინალისტებს ფინალურ ეტაპზე დაემატება რეგიონალური ლიგების გამარჯვებული 14 გუნდი.

„მოყვარულთა თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანიები: „აჭარა“ და „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, Sportstar.ge”,“1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics