20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 15:40:35, 1941 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ 244 საწარმოს, კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ეკო რესურს ნატტექი“  შეემატება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია, რომელიც 2016 წლის აპრილის თვეში დაარსდა,  საკვები საღებავებისა და   ფუნქციონალური დანამატების იმპორტს, ასევე დისტრიბუციას ახორციელებს, თუმცა პროგრამის მხარდაჭერით კომპანია იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებას გეგმავს, რაც 20-25%-ით შეამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას.

აღსანიშნავია, რომ შპს „ეკო რესურს ნატტექი“ ,  როგორც ადგილობრივი ბაზრის ათვისებას, ასევე, პროდუქციის აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტზე გატანასაც აპირებს. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია დამატებით 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

შპს „ეკო რესურს ნატტექი“, რომელიც 2017 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 816 331 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის  მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება  ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics