06:57 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 11:04:45, 1748 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ე.წ. პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ აფხაზეთში  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა  და რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის გამო და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მტკიცედ დაგმოს  რუსეთის ფედერაციის ე.წ. პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა.

"უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომადგენლობის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით. სხვა შემთხვევაში, ასეთი ქმედება წარმოადგენს, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

რუსეთის ფედერაციის მცდელობები საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციით მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ყოფნის ლეგალიზაცია ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და ასევე, საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს.

უაღრესად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკასა და ვითარების სტაბილიზაციისათვის გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაცია პასუხობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ქმედებებით, რომლებიც უფრო მეტად ძაბავს არსებულ ვითარებას.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს  რუსეთის ფედერაციის ე.წ. "პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა" და წინ აღუდგეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ ხელყოფას.

საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას ნებისმიერი საკითხის დიპლომატიურ სივრცეში განხილვისათვის და მოუწოდებს რუსეთის მხარეს კონსტრუქციული დიალოგისაკენ", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics