|
2017-04-16 22:18:50, 2145 ნახვა
საზოგადოება
ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
ქრისტიანული სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. ტაძარში პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს, რომლის შემდეგ ღამისთევის მსახურება და ტაძრის გარშემო ლიტანიობა შესრულდა. ეკლესიებში იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი განაწილდა, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა. ცნობისთვის, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესია. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 49 დღე გრძელდება და აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულზე სრულდება. ბრწყინვალე შვიდეული კი, მსგეფსია. სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად ჯვარს ეცვა. ჯვარცმიდან მესამე დღეს უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: „მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები“. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი ისევ გაიღო.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)